თემურ ქევხიშვილი
თემურ ქევხიშვილი (დ. 19 აპრილი, 1940, სოფ. ახალსოფელი, ახლანდ. ყვარლის მუნიციპალიტეტი, — გ. 8 დეკემბერი, 2020[1]) — ქართველი მომღერალი (ლოტბარი), პედაგოგი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1970), საქართველოს სახალხო არტისტი (1990).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს (გუნდის დირიჟორი). 1961–1976 წლებში იყო ანსამბლ „გორდელას“ ერთ–ერთი დამაარსებელი და წევრი. წლების მანძილზე იყო სხვადასხვა ანსამბლის და გუნდის ლოტბარი და ხელმძღვანელი, პედაგოგი. 1981–1990 წლებში იყო საქართველოს ტელე-რადიო გადაცემების „ქართული ხალხური სიმღერების გაკვეთილები“ ავტორი და წამყვანი. მისი ქართული რეპერტუარი ძირითადად მოიცავდა ქართული ხალხური სიმღერებსა და საგალობლებს. გასტროლებით იყო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 2013 წლის 11 ივნისს ფონდმა „ქართული გალობა“ თემურ ქევხიშვილი „საუკუნის ხმად“ აღიარა. მიღებული ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო პრემია (2012). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1991).
გარდაიცვალა 2020 წლის 8 დეკემბერს, 80 წლის ასაკში COVID-19-ით.[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015. — გვ. 487.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 „ლოტბარი თემურ ქევხიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა“. imedinews.ge. 2020-12-08. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-07. ციტირების თარიღი: 8 დეკემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება)
- დაბადებული 19 აპრილი
- დაბადებული 1940
- გარდაცვლილი 8 დეკემბერი
- გარდაცვლილი 2020
- ქართველი ლოტბარები
- საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- ყვარლის მუნიციპალიტეტში დაბადებულები
- COVID-19-ის პანდემიით გარდაცვლილები საქართველოში
- ქევხიშვილები