თემურ აფაქიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თემურ აფაქიძე (დ. 4 მარტი, 1954, თბილისი, — გ. 17 ივლისი, 2001, ფსკოვი) — რუსეთის სამხედრო-საზღვაო ავიაციის მფრინავი, გენერალ-მაიორი, რუსეთის ფედერაციის გმირი (1995).

თემურ აფაქიძის სახელთან არის დაკავშირებული რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტში საგემბანო ავიაციის გამოჩენა. თემურ აფაქიძე იყო პირველი ავიატორებს შორის, რომლებმაც 1991 წელს შეძლო სუ-27კ (იგივე სუ-33) ავიაგამანადგურებლის ავიამზიდ „ადმირალ კუზნეცოვზე” დასმა. პირველმა აითვისა გემბანზე თვითმფრინავის დასმა პოლარული წრის იქით, ღამით და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში. 47 წლის „ცის რაინდი“ ტრაგიკულად დაიღუპა 2001 წლის 17 ივლისს ფსკოვში, რუსეთს საზღვაო ავიაციის 85 წლისთავისადმი მიძღვნილ საჰაერო პარადის დროს. მფრინავმა ბოლომდე შეასრულა თავისი ადამიანური მოვალეობა - ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ დასაღუპად განწირული თვითმფრინავი აეცილებინა დასახლებული პუნქტისათვის, თვითონ კი კატაპულტირება ვეღარ მოასწრო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]