თემურლენგის მეშვიდე ლაშქრობა საქართველოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თემურლენგის მეშვიდე ლაშქრობა შუააზიელი მხედართმთავრის თემურლენგის საქართველოში ლაშქრობების ერთ–ერთი ეტაპი. ლაშქრობა მოეწყო 1401 წელს.

მიმდინარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თორთუმის ციხის ნანგრევები. თეოფილე დეიროლის ნახატი, 1870-იანი წლები.

საქართველოდან თემურლენგის წასვლის შემდეგ გიორგი მეფე აღმოსავლეთ საქართველოში გადმოვიდა და შინაური საქმეების მოწესრიგებას შეუდგა. გიორგი მეფემ და ვირშელ ქსნის ერისთავმა დალაშქრეს და დასაჯეს დვალები, რომლებმაც ისარგებლეს თემურლენგის შემოსევით და ქსნის ხეობა დაარბიეს და გაძარცვეს.

1401 წელს თემურლენგის ჯარებმა, როგორც იქნა ათი წლის ალყის შემდეგ აიღეს ნახჭევანში ალინჯას ციხე. იმავე წელს თემურლენგი საქართველოს საზღვრებს მოადგა აღმოსავლეთიდან და შამქორში დაბანაკდა.

შამქორში თემურლენგს გიორგი მეფის ელჩი კონსტანტინე ბატონიშვილი ეახლა დიდი საჩუქრებით და მეფის სახელით ზავ შესთავაზა. თემურლენგი ოსმალეთის წინააღმდეგ ომისათვის ემზადებოდა და ამიტომ ზავი მისთვის სასურველი იყო. ზავის პირობის მიხედვით საქართველო კისრულობდა ხარკს, ჯარის გარკვეული რაოდენობის გამოყვანას, ქართველებს არ უნდა შეევიწროვებინათ მუსლიმანები და სხვა. სამაგიეროდ, თემურლენგი უსაფრთხოებას აღუთქვამდა საქართველოს. ზავი დაიდო 1401 წლის სექტემბერში. თემურლენგი გამოსაზამთრებლად ყარაბაღში დადგა. გაზაფხულზე თემურლენგის დიდი ლაშქარი ოსმალეთისაკენ გაემგზავრა. გზად თორთუმის ციხეს მიადგა, რომელშიც 200-მდე ქართველი მეციხოვნე იყო გამაგრებული, ხუთი დღის ბრძოლის შემდეგ აიღო და დაანგრია, მეციხოვნეები კი გაწყვიტა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორია, ტ. II, თბ. 2008 წ. გვ. 94-95