თემურლენგის მესამე ლაშქრობა საქართველოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თემურლენგის მესამე ლაშქრობა — შუააზიელი მხედართმთავრის თემურლენგის საქართველოში ლაშქრობების ერთ–ერთი ეტაპი. ლაშქრობა მოეწყო 1394 წლის გაზაფხულზე. მიმდინარეობდა სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე.

მიმდინარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1387 წლის ლაშქრობის შემდეგ თემურლენგი 1394 წლამდე საქართველოში აღარ გამოჩენილა. თემურლენგმა აზიაში და ირანში "წესრიგის" დამყარების შემდეგ რამდენიმეჯერ თოხთამიშის წინააღმდეგ ილაშქრა. 1391 წლის 18 ივნისს დიდი ბრძოლა მოხდა თემურლენგსა და თოხთამიშის არმიებს შორის კუნდუხჩასთან ჩისტიპოლსა და სამარას შორის. აღნიშნული ბრძოლა თემურლენგის გამარჯვებით დასრულდა. შემდეგ შუა აზიაში დაბრუნდა და დაიწყო მზადება ახალი ლაშქრობისათვის ირანისა და მისი მიმდებარე ქვეყნების, მათ შორის ამერკავკასიის დასაპყრობად.

1392-1393 წწ. თემურლენგმა ილაშქრა და ააოხრა ცენტრალური ირანის ქალაქები, შემდეგ ბაღდადი, სირია და ა. შ. 1394 წლის გაზაფხულზე მოადგა სამხრეთ საქართველოს და ოთხი სარდალი 40 000-იანი ლაშქრით გააგზავნა სამცხე-საათაბაგოს დასრბევად. სამცხიდან დაბრუნებული ლაშქარი კოლის ველზე შეუერთდა თემურლენგის მთავარ ლაშქარს. სამცხის ლაშქრობის მიზანი, როგორც ჩანს უნდა ყოფილიყო ნადავლის მოპოვება და მთავარი ლაშქრის მომზადება ახალი უფრო დიდი ლაშქრობისათვის, რომელიც შედგა იმავე წლის შემოდგომაზე არაგვის ხეობაში თვით თემურლენგის მეთაურობით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორია, ტ. II, თბ. 2008 წ. გვ. 91