თემისტოკლეს ზამიტი
თემისტოკლეს ზამიტი | |
---|---|
| |
დაბ. თარიღი | 30 სექტემბერი, 1864[1] |
დაბ. ადგილი | ვალეტა |
გარდ. თარიღი | 2 ნოემბერი, 1935[1] (71 წლის) |
მოქალაქეობა | მალტის გვირგვინის კოლონია |
საქმიანობა | არქეოლოგი[2] [3] [4] , ისტორიკოსი[4] , ქიმიკოსი[4] , ბიოლოგი[3] , მწერალი[3] , ექიმი[1] და კურატორი |
მუშაობის ადგილი | მალტის უნივერსიტეტი და არქეოლოგიის ეროვნული მუზეუმი (მალტა) |
ალმა-მატერი | მალტის უნივერსიტეტი[1] |
ჯილდოები | წმინდა მიხეილისა და წმინდა გიორგი ორდენის კომპანიონი[1] და რაინდი-ბაკალავრი[1] |
სერ თემისტოკლეს „ტემი“ ზამიტი (ან ჟამიტი; 30 სექტემბერი, 1864 – 2 ნოემბერი, 1935) — მალტელი არქეოლოგი და ისტორიკოსი, ქიმიის პროფესორი, ექიმი, მკვლევარი და მწერალი. იყო მალტის სამეფო უნივერსიტეტის რექტორი (1920–1926 წლებში) და მალტის არქეოლოგიის ეროვნული მუზეუმის პირველი დირექტორი მშობლიურ ქალაქში, ვალეტაში.[5]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი მამა წარმოშობით ლეფკადიდან იყო, დედა კი — ვალეტადან. სახელმწიფო არქივების მიხედვით, მისი დაბადებისას შერქმეული სახელებია: ფიორავანტი, თემისტოკლე, არქიმედე, ლაურენცო, ჯუზეპე, რაც ხსნის ფაქტს, რომ არქივებში ყოველთვის ვერ მოიძებნება მისი სახელი „თემისტოკლეს ზამიტი“.
თემისტოკლეს ზამიტმა დაამთავრა მედიცინის ფაკულტეტი მალტის უნივერსიტეტში (1889), შემდეგ კი სპეციალიზაცია გაიარა ბაქტერიოლოგიურ კვლევებში ლონდონსა და პარიზში
1890 წლის მარტიდან 1892 წლის იანვრამდე იყო 8-გვერდიანი ჟურნალის La Rivista Medica-ს ავტორი, რომელიც ექიმ ფაბრიციო ბორგთან ერთად დააარსა. 1890 წლის დეკემბერში მთავრობის მიერ დაინიშნა „ქიმიკოს-ანალიტიკოსად“ შესაბამისი ანაზღაურებით. გაემგზავრა პარიზის უმაღლეს ფარმაცევტულ სკოლაში სასწავლებლად, სადაც, სავარაუდოდ, დაუმეგობრდა ლუი პასტერს. 1892 წლის ივნისში სწავლა განაგრძო ლონდონის სამეფო კოლეჯში
1896 წლის სექტემბერში მალტაზე გადაიღო პირველი რენტგენის ფოტოსურათი (სავარაუდოდ, საკუთარი ხელისა) 1898 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი სტატია ჟურნალში British Medical Journal. იმავე წლის დეკემბერში ჩაატარა კონფერენცია, სადაც დეტალურად აღწერა, თუ როგორ უნდა აეწყოთ და გამოეყენებინათ რენტგენის აპარატი. 1900 წელს გამოაქვეყნა ანგარიში მალტაზე ტუბერკულოზის დაბალი გავრცელების შესახებ და გამოთქვა წინადადება, რომ კუნძული ბრიტანელთა გამოჯანმრთელების ადგილად გადაქცეულიყო.
1904 წელს დაბრუნდა მალტაზე, სადაც გახდა ხმელთაშუა ზღვის ცხელების კომისიის წევრი. 1905 წელს მან თხის დაბინძურებულ რძეში აღმოაჩინა ბრუცელოზის, იგივე „მალტის ცხელების“ გამომწვევი აგენტი: ბაქტერია Brucella melitensis. მისმა აღმოჩენამ დაადასტურა, რომ ბრუცელოზი ზოონოზური დაავადებაა, რამაც მოგვიანებით შესაძლებელი გახადა მისი აღმოფხვრა მალტასა და მეზობელ კუნძულებზე. აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მეცნიერება შეისწავლიდა ეპიდემიოლოგიურ პროცესებს, რომელიც ერთი შეხედვით ჯანმრთელი ცხოველებიდან იწყებოდა.[6]
1915-1919 წლებში, მანველ მაგრისთან ახლო თანამშრომლობით, ზამიტი იყო ერთ-ერთი პირველი მალტელი არქეოლოგი და ისტორიკოსი, რომელმაც გათხარა ტარშინის, ჰაჯარ-ყიმის, მნაიდრას მეგალითური ძეგლები და ჰიპოგეუმი, რაც მალტის პრეისტორიის პირველი ქრონოლოგიის შედგენას შეუწყო ხელი.1916-1920 წლებში ხელმძღვანელობდა მალტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიას
1904 წლიდან ასევე იყო ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაციის მალტის განყოფილების საპატიო მდივანი და ხაზინადარი 1905 წელს თემისტოკლეს ზამიტი გახდა მალტის უნივერსიტეტის პროფესორი, ხოლო 1920 წლის ივნისიდან 1926 წლამდე ამავე უნივერსიტეტის რექტორი.მან რექტორის თანამდებობა დატოვა, რათა ვალეტაში მდებარე მალტის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორის პოზიციაზე ემუშავა.
მან ასევე მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა |1936 წლის მალტის შავი ჭირის ეპიდემიის დროს დაავადების ვექტორებისა და ინფექციური აგენტების გამოსავლენად.
მალტის უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ზამიტი პრაქტიკებს გადიოდა ბაქტერიოლოგიაში ლონდონსა და პარიზში. 1905 წელს მან აღმოაჩინა, რომ მალტის კუნძულებზე გავრცელებული ბრუცელოზის (Brucellosis melitensis) გამომწვევი, რომელიც ადამიანებზე გადადიოდა, ბინადრობდა თხის რძეში. ამ აღმოჩენამ მალტის კუნძულებზე ტალღისებრი ცხელების გავრცელების აღმოფხვრაში დიდი წვლილი შეიტანა, რის გამოც ზამიტს რაინდის წოდება მიენიჭა.[7]
ზამიტმა, რომელმაც მალტურ ენაზე რამდენიმე ლიტერატურული ნაშრომი შექმნა, ოქსფორდის უნივერსიტეტში მიენიჭა DLitt საპატიო ხარისხი. 1930 წელს მან რაინდის წოდება მიიღო, მანამდე კი იგი წმინდა მიქაელისა და წმინდა გიორგის ორდენის კომპანიონი იყო. მან გამოაქვეყნა მალტის კუნძულების ისტორია და არქეოლოგიური გათხრები განახორციელა ისეთ მნიშვნელოვან ადგილებში, როგორებიცაა ჰიპოგეუმი (Ħal-Saflieni), ტარსიენის ტაძრები, ჰაჯარ-ყიმი (Ħaġar Qim) და მნაიდრა, რომლებიც მოგვიანებით იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა.
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზამიტის სამეცნიერო მიდგომამ არქეოლოგიისადმი კიდევ უფრო განამტკიცა მისი საერთაშორისო რეპუტაცია. მის მიერ აღმოჩენილი მრავალი ნივთი მუდმივად გამოფენილია მალტის არქეოლოგიის ეროვნულ მუზეუმში ვალეტაში.
მალტის უნივერსიტეტის მთავარი დარბაზი ატარებს ზამიტის სახელს. სერ ტემი ზამიტის დარბაზი მრავალფუნქციური აუდიტორიაა, რომელიც გამოიყენება ლექციებისთვის, თეატრალური წარმოდგენებისა და სტუდენტთა გამოსაშვები ცერემონიებისთვის.[8]
ზამიტი გამოსახულია ორ მალტის სამახსოვრო მონეტაზე: მალტის 1 ფუნტიან (Lm1) მონეტაზე (1973) და 5 ფუნტიან (Lm5) მონეტაზე (2006). ორივე მონეტა ვერცხლისაა და მათზე გამოსახულია მისი პორტრეტი დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებთან ერთად.
ზამიტი თავის ნაშრომებს უმეტესად ინიციალებით T. Z. აწერდა ხელს.[9]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Sir Themistocles (Temi) Zammit დაარქივებული 2018-02-02 საიტზე Wayback Machine.
- Haas, L F (2001). „Sir David Bruce (1855-1931) and Thermistocles Zammit (1864-1935)“. Journal of Neurology, Neurosurgery & Psychiatry. 70 (4): 520. doi:10.1136/jnnp.70.4.520. PMC 1737312. PMID 11254779.
- Roger Ellul-Micallef, Zammit of Malta. His Times, Life and Achievements, 2 volumes, Valletta: Allied Publications, 2013.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 https://www.um.edu.mt/library/oar/bitstream/123456789/964/1/2010.Vol22.Issue1.A7.pdf
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #174083343 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 4.0 4.1 4.2 OPAC SBN
- ↑ Rudolf, Uwe Jens; Berg, Warren G. (2010) Historical Dictionary of Malta. Scarecrow Press, გვ. 242. ISBN 9780810873902.
- ↑ https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC1240100
- ↑ Haas, LF (April 2001). „Sir David Bruce (1855-1931) and Thermistocles Zammit (1864-1935)“. J. Neurol. Neurosurg. Psychiatry. 70 (4): 520. doi:10.1136/jnnp.70.4.520. PMC 1737312. PMID 11254779.Wyatt, H. V. (October 2005). „How Themistocles Zammit found Malta Fever (brucellosis) to be transmitted by the milk of goats“. Journal of the Royal Society of Medicine. 98 (10): 451–454. doi:10.1177/014107680509801009. PMC 1240100. PMID 16199812. S2CID 208255548 – წარმოდგენილია SAGE Journals-ის მიერ.
- ↑ Sir Temi Zammit Hall (n.d.). ციტირების თარიღი: 30 June 2022Venues @ Msida campus (n.d.). ციტირების თარიღი: 30 June 2022
- ↑ Caruana, F.S. (1935). „Sir TEMI ZAMMIT“ (PDF). Il-Malti (Maltese). Il-Għaqda tal-Kittieba tal-Malti (4): 104–112. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 13 February 2019. ციტირების თარიღი: 15 August 2022.
- დაბადებული 30 სექტემბერი
- დაბადებული 1864
- გარდაცვლილი 2 ნოემბერი
- გარდაცვლილი 1935
- ბაკალავრი-რაინდები
- მალტელი არქეოლოგები
- წმინდა მიქაელისა და წმინდა გიორგის ორდენის კომპანიონები
- მალტელი ისტორიკოსები
- XX საუკუნის მალტელი ექიმები
- მალტელი რაინდები
- ვალეტელები
- მალტის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი
- XIX საუკუნის არქეოლოგები
- XIX საუკუნის ისტორიკოსები
- XX საუკუნის არქეოლოგები
- XX საუკუნის ისტორიკოსები
- მალტელი კურატორები
- მალტის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- მალტელი ინგლისურენოვანი მწერლები
- მალტის სამეფო კოლონიის მოსახლეობა
- ექიმები
- არქეოლოგი
- ისტორიკოსი