თემირბოლათ მამსუროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თემირბოლათ მამსუროვი
დაბადების თარიღი 1845
გარდაცვალების თარიღი 1898
საქმიანობა პოეტი
ენა ოსური ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 ოსმალეთის იმპერია

თემირბოლათ მამსუროვი (ოს. Темырболат Мамсыраты; დ. 1845, რუსეთის იმპერია — გ. 1898, ოსმალეთის იმპერია) — ოსი პოეტი. ითვლება პირველ ოს პოეტად.[1][2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემირბოლათ მამსუროვი დაიბადა 1845 წელს. 1855-1860 წლებში იგი პეტერბურგის კადეტთა კორპუსში სწავლობს. 1860 წლიდან მსახურობდა ჩუგუევის (ახლანდელი ხარკივის ოლქში) პოლკში. 1865 წელს დედის ძალდატანებით (რომელიც რუსეთის არმიის გენერლის მუსა კუნდუხოვის და იყო) თემირბოლათ მამსუროვი სხვა ოსებთან ერთად გადასახლდა ოსმალეთში. დასახლდა სოფელ ბატმანტაშში, სივასის ვილაიეთში, მას უარი უთქვამს თურქეთის არმიაში სამსახურზე, სიკვდილამდე დარჩენილა სამოქალაქო პირად, მას ოჯახიც კი არ შეუქმნია. ოსურ ენასთან ერთად ფლობდა თურქულ ენას.

თემირბოლათ მამსუროვი გარდაიცვალა 1899 წელს ბატმანტაშში და იქვეა დაკრძალული.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღემდე თემირბოლათის მხოლოდ თერთმეტი ლექსია შემორჩენილი. მის თანამედროვეთა გადმოცემით, თემირბოლათს დიდი პოეტური მემკვიდრეობა დარჩენია. პოეტის დას, აზიზს, თემირბოლათის ხელნაწერებით სავსე სკივრი ჰქონია. სამწუხაროდ, დღესდღეობით ეს ხელნაწერები დაკარგულია.

თემირბოლათ მამსუროვის შემოქმედება ქართულ ენაზე თარგმნა ნაირა ბეპიევმა. 2007 წელს თბილისში გამოიცა თემირბოლათ მამსუროვის ორენოვანი კრებული („კავკასიური სახლის“ გამომცემლობა).[3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Темирболат Мамсуров/ Ардасенов Х., Очерк развития осетинской литературы, Орджоникидзе, 1959, стр. 73 — 76
  • Бибоева И. Г., Казиты М. Р., Писатели Осетии, библиографический справочник, Владикавказ, Ир, 2015, стр. 23—25, ISBN 978-5-7534-1499-01
  • Ардасенов X. Очерк развития осетинской литературы. Орджоникидзе, 1959;
  • Нафи. Нæ зарджыты райдиан. Разныхас. Ацы чиныджы: Мамсыраты Темырболат. Ирон зарджытæ. Цхинвал, 1965;
  • Джусойты Нафи. Мамсыраты Темырболат. Ацы чиныджы: Джусойты Н. Ирон литературæ. Астæуккаг скъолайы 8 къласы ахуыргæнæн чиныг. Цхинвал, 1971;
  • Дзуццаты X. Мамсыраты Темырболаты тыххæй, «Фидиуæг», 1978, № 5;
  • Ходы К. Иры фыццаг зарæггæнæг. «Мах дуг», 1978;
  • Джусойты Нафи. Темирболат Мамсуров. В кн.: Н. Джусойты. История осетинской литературы. Книга первая. Тбилиси, 1980;
  • Хъодзаты Æ., Ходы К. Ирон фыццаг зарæггæнæг. В кн.: Мамсыраты Темырболат. Ирон зарджытæ. Орджоникидзе, 1982.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Алборов Б, Первый осетинский поэт Темирболат Османович Мамсуров/ Известия Горского педагогического института, Владикавказ, 1926, т. III, стр. 262—325
  2. Мамсуров Темирболат Османович
  3. მამსუროვი თ., ოსური სიმღერები, თბ., კავკასიური სახლი, 2007 ISBN 978-9941-400-03-2