თემთა პალატის არაამერიკული საქმიანობის კომიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თემთა პალატის არაამერიკული საქმიანობის კომიტეტი (ინგლ. House Un-American Activities Committee) — აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისია, რომელიც 1934-75 წლებში მოქმედებდა და რომლის მიზანი ანტიამერიკული საქმიანობის გამოაშკარავება და პროპაგანდასთან ბრძოლა იყო.

1938 წელს კომიტეტმა დროებითი კომისიის სტატუსი მიიღო, 1946 წელს კი უკვე მუდმივი კომისია გახდა. 1969 წელს მას გადაერქვა "კომისია საშინაო უსაფრთხოებაზე". იურიდიული თვალსაზრისით სიტყვა "არაამერიკული" (un-american) ნიშნავდა საქმიანობას, რომლის ფინანსური წყაროები საზღვარგარეთ იყო.

კომიტეტმა სახელი გაითქვა სენატორი ჯოზეფ მაკარტის პერიოდში. მაკარტის განცხადებით, მას ჰქონდა სახელმწიფო დეპარტამენტის 205 არასაიმედო თანამშრომლის სია. შემდგომში ეს სია შეივსო კიდევ სამი ათასი ამერიკელი ჩინოვნიკის სახელით. სიაში, კომუნიზმისა და საბჭოთა კავშირის მიმართ ლოიალურად განწყობილ პირებთან ერთად, იყვნენ ჰომოსექსუალისტებიც. სიაში მოხვედრილ ადამიანთა დიდი ნაწილი სამსახურიდან დაითხოვეს. საზოგადოებრივი ბიბლიოთეკების წიგნების ფონდების კარტოთეკების შემოწმების შემდეგ ამოღებულ იქნა 30.000-მდე პროკომუნისტური მიმართულების პუბლიკაცია.

დევნას განიცდიდნენ მრავალი ცნობილი ადამიანებიც, მაგ. ჩარლი ჩაპლინი, ბერტოლტ ბრეხტი, პოლ რობსონი და სხვები. 1947 წელს კომისიამ დაიწყო ჰოლივუდის მოღვაწეთა დევნა. რიგ კინემატოგრაფებს მოუვიდათ უწყება საზოგადოებრივ მოსმენებზე დასასწრებად.

1953 წელს გამოვიდა ამერიკელი დრამატურგი ართურ მილერის პიესა „მკაცრი გამოცდა“ სალემის ჯადოქრების სასამართლო პროცესზე, რომელიც ერთგვარი მინიშნება იყო კომისიის საქმიანობაზე. 1956 წელს მილერი კომისიაში გამოიძახეს და კონგრესისადმი უპატივცემლობა დასწამეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]