თელ-ავივის რაიონი
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
თელ-ავივის რაიონი | |
ქვეყანა |
![]() |
შიდა დაყოფა | გივათაიმი, ბნეი-ბრაკი, ჰერცლია, კირიათ-ონო, ხოლონი, რამათ-განი, ბათ-იამი, რამათ-ჰაშარონი, ორ-იეჰუდა, აზორი, ქფარ-შმარიაჰუ და თელ-ავივი |
კოორდინატები | 32°05′00″ ჩ. გ. 34°48′00″ ა. გ. / 32.08333° ჩ. გ. 34.80000° ა. გ. |
ფართობი | 186.0 კვადრატული კილომეტრი |
მოსახლეობა | 1 350 000 (31 დეკემბერი, 2014)[1] |
თელ-ავივის რაიონი (ებრ. מָחוֹז תֵּל אָבִיב; არაბ. منطقة تل أبيب) — გეოგრაფიულად ყველაზე მცირე, თუმცა ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ისრაელის რაიონი ექვსი ადმინისტრაციული ერთეულიდან, 1,35 მილიონი მოსახლეობით. [2] აქედან, მოსახლეობის 98,9 % ებრაელია, 1,10 % არაბი (0,7 % მუსლიმი, 0,4 % ქრისტიანი).

რაიონის დედაქალაქია თელ-ავივი, ისრაელის ორი უდიდესი ქალაქიდან ერთ-ერთი და ქვეყნის ეკონომიკური, ბიზნეს და ტექნოლოგიური დედაქალაქი. თელ-ავივის რაიონისა და მისი მეზობელი ქალაქების მიერ შექმნილ მეტროპოლიტენს ადგილობრივად გუშ-დანი ჰქვია.
ის ერთადერთია ექვსი რაიონიდან, რომელიც არ ესაზღვრება არც დასავლეთ სანაპიროს და არც საერთაშორისო საზღვარს. თელ-ავივის რაიონი გარშემორტყმულია ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთით ცენტრალური რაიონით და დასავლეთით ხმელთაშუა ზღვით. თელ-ავივის რაიონის მოსახლეობის სიმჭიდროვეა 7259 ად/კმ².