თელავი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ს.კ. თელავი
FC Kakheti Telavi Logo.png
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი „თელავი“
დაარსდა 2016; 4 წლის წინ (2016)
სტადიონი გივი ჩოხელის სტადიონი
თელავი, საქართველო
(ტევადობა: 12,000)
მწვრთნელი საქართველოს დროშა რევაზ გოცირიძე[1]
ლიგა ეროვნული ლიგა
2019 Increase2.svg მე-3, ეროვნული ლიგა 2
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

საფეხბურთო კლუბი თელავიქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ თელავიდან. ჩამოყალიბდა 2016 წელს. ასპარეზობდა ეროვნული ლიგა 2-ის პირველობაზე.[2][3][4] 2019 წელს აღზევდა ეროვნულ ლიგაში და 2020 წელს იქ იასპარეზებს.

ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა „თელავმა“ ასპარეზობა რეგიონული ლიგიდან დაიწყო. სეზონის წარმატებით დასრულების შემდეგ გუნდმა ლიგა 3-ში გადაინაცვლა. კლუბმა აქაც აღმავლობით იასპარეზა და ლიგა 2-ის საგზური გაინაღდა. თელაველებმა ლიგა 2-ის პირველობაზეც წარმატებით განაგრძეს გამოსვლები და თავისი დამაჯერებელი და სტაბილური თამაშით გულშემატკივართა მხრიდან კიდევ უფრო მეტი აღიარება დაიმსახურეს. ეროვნული ლიგა 2-ის მეოთხე წრის სიმბოლურ ნაკრებში საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ორი ფეხბურთელი — გუნდის კაპიტანი ანტონ თოლორდავა და შემტევი ირაკლი რუხაძე დასახელდა.

გუნდის გულშემატკივართა მხარდაჭერამ, კლუბის სპონსორების, კლუბის ხელმძღვანელობის, სამწვრთნელო შტაბის, კლუბში მომუშავე პერსონალისა და გუნდის ფეხბურთელების ერთობლივმა ძალისხმევამ, სამაგალითო სპორტულმა სულისკვეთებამ და გამარჯვებისაკენ დაუოკებელმა სწრაფვამ კანონზომიერი შედეგი გამოიღო და დაარსებიდან მეოთხე წელს საფეხბურთო კლუბი „თელავი“ ქვეყნის უძლიერესთა ლიგაში აღზევდა.

2019 წლის 5 დეკემბერს, ეროვნულ ლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის პირველ მატჩში „თელავმა“ საფეხბურთო კლუბ „რუსთავს“ გივი ჩოხელის სტადიონზე უმასპინძლა და მიხეილ ბაშელეიშვილის მიერ 54-ე წუთზე გატანილი გოლით — 1–0 დაამარცხა.

2019 წლის 11 დეკემბერს, ეროვნულ ლიგაში გადასასვლელი პლეი-ოფის მეორე მატჩში თელაველებმა ფირუზ მარაქველიძისა და თორნიკე ძოწენიძის გოლებით „რუსთავი“ ანგარიშით — 2–1 დაამარცხეს და ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვეს.

მიმდინარე შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2020 წლის იანვრის მონაცემებით.

ნომერი პოზიცია მოთამაშე
1 უკრაინის დროშა მეკარე ბოგდან ბეზკროვნი
საქართველოს დროშა მეკარე ოთარ გოშაძე
2 საქართველოს დროშა მცველი თორნიკე ძოწენიძე
3 საქართველოს დროშა მცველი ანტონ თოლორდავა
4 საქართველოს დროშა მცველი ფირუზ მარაქველიძე
5 საქართველოს დროშა მცველი ილია ბერიაშვილი
6 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ბექა ვარშანიძე
7 საქართველოს დროშა ნახევარმცველი მიხეილ ბაშელეიშვილი
8 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ლაშა კუკუჯანაშვილი
9 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ირაკლი რუხაძე
11 უკრაინის დროშა ნახევარმცველი დმიტრო პუდი
12 საქართველოს დროშა ნახევარმცველი გიორგი ხარებაშვილი
ნომერი პოზიცია მოთამაშე
14 საქართველოს დროშა მცველი მირიან ჯიქია
16 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ალექსანდრე კოშკაძე
17 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ვასილ გოგოლიძე
18 საქართველოს დროშა მცველი სანდრო მელიქიშვილი
19 საქართველოს დროშა თავდამსხმელი გიორგი ერისთავი
20 საქართველოს დროშა ნახევარმცველი ნიკოლოზ მემარნე
21 საქართველოს დროშა მეკარე ლუკა სანიკიძე
22 საქართველოს დროშა მეკარე გიორგი მიქავა
27 უკრაინის დროშა თავდამსხმელი იაროსლავ კვასოვი
28 საქართველოს დროშა თავდამსხმელი გიორგი კანდელაკი
31 საქართველოს დროშა მცველი რატი კაკიაშვილი
33 საქართველოს დროშა მცველი ვაკო ბაჩიაშვილი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საფეხბურთო კლუბ „თელავის“ მწვრთნელები — ზურაბ მენთეშაშვილი, ბესიკ აბულაძე, გოჩა ჯაშიაშვილი, იოსებ ასაბაშვილი, იონა ხარშილაძე, ბექა ამისულაშვილი, რევაზ გოცირიძე, მუხრან ქარჩავა. წყარო: FC Kakheti Telavi. წაკითხვის თარიღი: 13 ოქტომბერი, 2019.
  2. საფეხბურთო კლუბ „თელავის“ შემადგენლობა // „თელავის“ 2019 წლის შემადგენლობა ეროვნული ლიგის ოფიციალურ საიტზე. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2019. წყარო: Erovnuli Liga. წაკითხვის თარიღი: 13 ოქტომბერი, 2019.
  3. საფეხბურთო კლუბ „თელავის“ შემადგენლობა // 2019 Erovnuli Liga 2. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 13 ოქტომბერი, 2019. წყარო: Erovnuli Liga. წაკითხვის თარიღი: 13 ოქტომბერი, 2019.
  4. ვინ თქვა, კახეთში ფეხბურთი არ უყვართო?! თელავში გუნდი ფეხბურთელებმა აღადგინეს // ეროვნული ნაკრებისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილი მეკარე სოსო გრიშიკაშვილი: „მე და ჩემმა მეგობრებმა — ალეკო ამისულაშვილმა და ირაკლი ვაშაკიძემ ახალი კლუბი, "თელავი" დავაფუძნეთ.“ 10 სექტემბერი, 2016. წყარო: sportall.ge. წაკითხვის თარიღი: 13 ოქტომბერი, 2019.