თელავის საცხოვრებელი სახლი (ჭ. ამირეჯიბის 12)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩაზე (№ 12). თარიღდება XIX საუკუნის ბოლო-XX საუკუნის დასაწყისით.

სახლი ერთსართულიანია ნაგებია აგურით ძირითადი გეგმარებით იგი ოროთახიანია. ეზოს მხარეს მიშენებული დამატებითი სათავსები. სახლს აქვს მაღალი სარდაფი. ქუჩის მხარეს შენობა ორი სწორკუთხა სარკმლით და სადარბაზოს კარის ღობით გამოდის, ფასადი აგურის წყობით. საინტერესოდ არის დეკორირებული საპირეები, ზღუდარები, ლავგარდანი და პარაპეტი აგურის დეკორატიული პროფილებით არის გამოყვანილი სადარბაზოს კარი ხის არის, კვეთილი მარკიზი ლითონისაა დეკორატიული კონსოლებით. კარი უერთდება აივანს, რომელიც ხის ჭვირული მოტივებით არის შემკული, განსაკუთრებულად მდიდრულია აფრების ნახატი. გადახურვა კრამიტისა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]