თელავის საცხოვრებელი სახლი (ჭადრის 2)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლი — ისტორიული ძეგლი თელავში. დგას ჭადრის ქუჩაზე (№ 2). ნაგებია აგურით. ეკუთვნოდა პედაგოგს და საზოგადო მოღვაწეს ივანე როსტომაშვილს, რომელმაც თელავში დააარსა წერა-კითხვის შემსწავლელი საკვირაო და გლეხ ქალთა სკოლები, საზოგადო სავაჭრო („დნეპრი“) თელავსა და კურდღელაურში ჩამოაყალიბა სახალხო ბანკები. 1884 წელს გაიხნა ბიბლიოთეკა-წიგნთსაცავი. როსტომაშილის ოჯახი იყო ქართველ მოღვაწეთა თავშეყრის ადგილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]