თელავის საცხოვრებელი სახლი (შოთა რუსთაველის 13)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლიარქიტექურული ძეგლი თელავში. რომელიც მდებარეობს შოთა რუსთაველის ქუჩაზე (№ 13). თარიღდება XIX საუკუნის შუა ხანებით.

სახლი ერთსართულიანია. ნაგებია კვადრატული აგურით, აქვს სარდაფი. სახლი ქუჩის მხარეს მოქცეულია ვიწრო, თელავური სახლებისთვის დამახასიათებელი, სამკუთხა ფრონტონით დასრულებული ფასადით. ფასადის მორთულობა ძუნწია, პროფილები — სრულიად უბრალო. ფასადზე ოთხი, ბრტყელი — თაღით გადახურული, სარკმელი გამოდის, რომელთა ქვემოთ საფეხურით შეღრმავებული, თითო სწორკუთხა არეა. ორივე მათგანი ერთიან, სადა საპირეშია ჩასმული. თითოეული სარკმლის ქვემოთ დავალი, თარაზულად დახურული სარკმელია, რომლებიც სარდაფს ანათებს.

ეზოს მხარესხის ჭვირული აივანია, რომელზეც ხისსავე, მცირე კიბე ადის. ინტერიერში შერჩენილია ძველი იატაკი და შელამფული ჭერი. სარდაფის სივრცე მაღალია. შენობა გადახურულია კრამიტის, ორფერდა სახურავით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]