თელავის საცხოვრებელი სახლი (ლ. კორძაძის 5)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლიარქიტექურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ლადო კორძაძის ქუჩაზე (№ 5). აგებულია XIX საუკუნის დასაწყისში.

სახლი ერთსართულიანია. ნაგებია აგურით. შენობა განივი ფასადით ქუჩისკენაა მიმართული. ფასადის სიბრტყე რიტმულად ნაწევრდება სამი განიერი, სწორკუთხა სარკმლით და ყრუ ნიშით. სარკმლებს შორის  და ფასადის კიდეებში სადა, მცირედშვერილი პილასტრებია გამოყვანილი. სარკმლებს ლითონის ცხაურები აქვს. თითოეული სარკმლის თავზე ორ-ორი, დაბალი, ზოლისებრი, შეღრმავებული არეა, რომლებიც ლაჟვარდისფრად არის დაფერილი. მსგავსი არე, სარკმლების ქვემოთაცაა, ოღონდ ისინი სარკმლის ქვემოთ გამოყვანილ, სწორკუთხა შეღრმავებაშია მოქცეული. ფასადი დასრულებულია სამკუთხა ფრონტონით, რომელშიც გაჭრილია ორი რომბისებური ღიობი. სახლს გააჩნია სარდაფი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]