თელავის საცხოვრებელი სახლი (კვირიკე დიდის 16)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლიარქიტექურული ძეგლი თელავში. მდებარეობს კვირიკე დიდის ქუჩაზე (№ 16).  თარიღდება XIX საუკუნის დასაწყისით.

სახლი ორსართულიანია, დგას ეზოს სიღრმეში, ქუჩის მხარეს მოსაზღვრული გალავნით. სახლის რიყის ქვითა და აგურის შერეული წყობითაა აგები. ასევეა ნაგები გალავანიც, რომელზეც მცირე ზომის, აგურის, ოთხკუთხა სვეტებია დადგმული. გალავანში ჩართულია ჭიშკარი, რომელიც სადარბაზოს კარის მსგავსად, კვეთილობით არის გაფორმებული. სახლის ძველი ნაწილიდან, რომლის მხარეს, შემორჩენილია ხის მცირე აივანი და კიბე, რომელზე სახასიათო, დეკორატიული ლილვებით დასრულებული ძველი სარკმლები გამოდის. სარკმლების თავსართები აგურის დეკორატიული წყობით არის გამოყვანილი. შენობას თავდაპირველი სახე ძლიერ აქვს შეცვლილი: ხის კედლები შემინულია, კედლები შელესილია ბათქაშით. შენობის სარდაფში მარანია. სახლი გადახურულია კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]