თელავის საცხოვრებელი სახლი (ი. ჭავჭავაძის 82)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. დგას ილია ჭავჭავაძის გამზირზე (№ 82). აგებულია XIX საუკუნის შუა წლებში.

სახლი კვადრატული აგურითაა ნაშენი. ქუჩის მხარეს იგი ერთსართულიანია. ეზოს მხარეს კი - ორთსართულიანი. ქვედა სართულზე სარდაფია. მთავარი ფასადი ქუჩის მხარეს გამოდის. იგი ორნაწილიანია. მარცხენა ნაწილი სამკუთხა ფრონტონით სრულდება, მარჯვენა კი - ფრიზით. ფრონტონში ორი წრიული ღიობია გაჭრილი, ფასადის მარცხენა ნაწილი ორი სარკმლით და მათ შორის მოქცეული ყრუ ნიშითა დანაწევრებული. სამივესწორკუთხა საპირეშია ჩასმული. ფასადის მეორე ნაწილში, სავარაუდოდ, სადარბაზოს კარი უნდა ყოფილიყო განთავსებული. ეზოს მხარეს სახლს შერჩენილი აქვს ჭვირული აივნის მცირე ნაწილი. აივანი აგურის სვეტებზეა დაყრდნობილი. ავთენტურია კარ-სარკმელების ალათები. სარდაფი ღია ტერასაზე გამომავალი ღიობებით ნათდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]