თელავის საცხოვრებელი სახლი (ი. ჭავჭავაძის 219)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლი არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ილია ჭავჭავაძის გამზირზე (№ 219). თარიღდება XIX საუკუნის დასაწყისით.

სახლი ორსართულიანია. ნაგებია ძველი აგურით, ქუჩისპირა ფასადი გალესილია. პირველ სართულზე განიერი, თაღოვანი ნიშაა, რომელიც აქ ადრე არსებული, სავაჭრო დახლის არსებობას მიგვანიშნებს. ამ თაღის შიგნით, თავდაპირელად არსებული ღიობები მცირე ზომის, სწორკუთხა, ორი სარკმლითაა შეცვლილი. მეორე სართულზე ხის, ჭვირული აივანი მოშლილია. ჩანს აივნის კოჭების არსებობის დამადასტურებელი ღრმულები. ამ სართულის სარკმლები სწორკუთხაა. ჩასმულია რკალურთავიან, სადა საპირეში. მათ ზემოთ, ფასადზე, ჩანს კბილანისებრი, ორნამნტული ზოლები. ეზოს მხარეს სახლის ექსტერიერი ძლიერ შეცვლილია. მთლიანად დაკარგულია ხის აივნის კაზმულობა. კარ-სარკმლები ძველი ჩარჩოები მხოლოდ მეორე სართულზეა შემონახული. პირველი სართული ცემენტით არის გალესილი, ნაწილობრივ ჩანს აგურის სვეტებისა და შერწყმული წყობით ნაგები კედლის ფაქტურა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]