თელავის საცხოვრებელი სახლი (ი. ჭავჭავაძის 178)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ილია ჭავჭავაძის (№ 178). აგებულია XIX საუკუნის II ნახევარში.

სახლი ორსართულიანია, ნაგებია აგურით. ქუჩის მხარეს ხის შეკიდული აივანი აქვს. პირველ სართულზე ორი სწორკუთხა სარკმელი და ხის, ძველი ალაყაფის კარია. მეორე სართულზე კი - შეკიდული, ხის სვეტებიანი, გადახურული აივანია - ფიცრული მოაჯირით და აჟურული დეკორით შემკული თაღებით. აივანზე სამი სწორკუთხა სარკმელი და ორი კარი გამოდის. აივანი სახლს ეზოს მხრიდანაც აქვს. მასზე ასასვლელი კიბე აივნისავე ფარგლებშია მოქცეული. სახლი გარედან გალესილია, გვერდით ფასადები აგურის და რიყის ქვის შერეული წყობით არის ნაშენი. გადახურვა კრამიტისაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]