თელავის საცხოვრებელი სახლი (ი. ჭავჭავაძის 164)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ილია ჭავჭავაძის გამზირზე (№ 164). თარიღდება XIX საუკუნის II ნახევრით.

სახლი ორსართულიანია. მაღალი, პირველ სართულზე სავაჭრო რიგით, თაღოვან ღიობებში სწორკუთხა კარ-ფანჯრებია ჩასმული.ქუჩისპირა ფასადის მეორ სართული სახეშეცვლილია. ძველი აივნის ნაცვლად ლითონის აივანია მოწყობილი. შენობის გვერდითი ფასადი ნაფარეულის ქუჩაზე გადის. ფასადი ტიპური, ,,თელავური“ ხასიათისაა. ნაშენია აგურისა და რიყის ქვის შერეული წყობით. პრველი სართულის მარცხენა კიდეში სადარბაზო კარია, კარის წინ -მცირე ბიქანი, რომელსაც გვერდიდან სამსაფეხურიანი კიბე აქვს მოწყობილი. კარის თავზე ლითონის მარკიზია.ფასადის დანარჩენი ნაწილი საფეხურით შეღრმავებულ, სწორკუთხა არეს უჭირავს. რაც კბილანისებრი ფრიზითაა დასრულებული. ამ არის მარცხ. ნაწილში სარკმლის კვალი შეიმჩნევა. მეორე სართულზე მშვილდისებრი თაღით გადახურული, სადა სათაურით დაგვირგვინებული, სამი სარკმელი მათ შორის შუა ყრუა. ფასადი სამკუთხა ფრონტონითაა დასრულებული. ეზოს მხარეს, სახლს ხის ჭვირული აივანი გასდევს. აივანზე ხისსავე, ძველ კიბეს ავყავართ. აივნის კედლებზე შემორჩენილია ადრინდელი ლურჯი ფერის ნალესობის ფრაგმენტები. ინტერიერში ალაგ-ალაგ, შემონახულია ძველი ბუხრები. მსგავსი ბუხრის კვალი აივნის კელდებშიც ჩანს, სახლის მთელ ფართობზე სარდაფია. შენობა გადახურულია ღარისებრი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]