თელავის საცხოვრებელი სახლი (თეიმურაზ ბაგრატიონის 10)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს თეიმურაზ ბაგრატიონის ქუჩაზე (№ 10). თარიღდება XIX საუკუნის I ნახევრით.

სახლი ერთსართულიანია, მაღალი ნახევარსარდაფით. ნაშენია ქართული აგურით, შემორჩენილია აივნის ხის დორიული სვეტები და ჭვირული მოაჯირი - თელავური ნახატით. სახლის სარდაფი თაღოვანია, დაყრდნობილია აგურის ოთხკუთხა სვეტებზე. სახლს, ქუჩის მხრიდან,შერეული წყობით ნაშენი ზღუდე-გალავანი საზღვრავს, რომლის ცენტრალურ ნაწილში, აგურის შეისრულ თაღში, ხის ალაყაფის კარია ჩამოსხმული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]