თელავის საცხოვრებელი სახლი (ზ. კიკვიძის 5)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლიარქიტექურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ზაირა კიკვიძის ქუჩაზე (№ 5). თარიღდება XIX საუკუნის ბოლო და XX საუკუნის დასაწყისით.

სახლი ორსართულიანია. ნაგებია აგურისა და რიყის ქვის შერეული წყობით. ეზოს მხარეს ორსართულიანი, ხის აივანი აქვს, რაც სახლის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. აივნის ორივე სართულის მოაჯირი აჟურული სახეებითაა გაფორმებული. პირველ სართულზე ტიტების ფორმაა გამოუენებული, მეორე სართულზე კი ვარსკვლავისებრი. თავისებურია ასევე აფრების ნახატიც. აივნის შიდა კედლები მოხატულია მცენარეული მოტივებით. პირობითად, ამ სახლს „თელავური მოდერნიზმის“ სახელი შეიძლება ეწოდოს. გადმოცემის მიხედვით, ის დურგლის სახლია და მისივე შემოქმედების ნიმუშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]