თელავის საცხოვრებელი სახლი (ვაჟა-ფშაველას 17)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე (№ 17). აგებულია XIX საუკუნის შუა ხანებში.

ქუჩის მხარეს სახლი ერთსართულიანია, მეორე მხარეს კი სარდაფის სახით თითქმის ერთი სართულის სიმაღლე ემატება. სახლი ძველი აგურისა და რიყის ქვის მონაცვლეობითაა ნაშენი. სარდაფი გამოყვანილია ძველი აგურის ლამაზი წყობით, კარ-სარკმლების ალათები ძველია, სქელი, პროფილული საპირვეებითა და ნახევარწრიული თავსართებით. შემორჩენილია ძველი დარაბებიც. სახლს შერჩენილი აქვს ადრინდელი ლურჯი ფერის ნალესობის ნაშთი, სახლის უკან გადიოდა კიბე-ქუჩა, რომელიც გადის თელავის ბაზართან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]