თელავის საცხოვრებელი სახლი (ვაჟა-ფშაველას 15)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე (№ 15). აგებულია XIX საუკუნეში.

დაბალი, რიყის ქვითა და აგურის შერეული წყობით ნაგები, ერთსართულიანი შენობა ეზოს სიღრმეში დგას. ოთახები ინდივიდუალურად არის განლაგებული. ინტერიერი სახეცვლილია. ეზოს მხარეს, მთავარი ფასადის წინ, ჭვირული მოაჯირით შემოფარგლული, ხის ტერასა-აივანია. აივანზე ნახევარწრიული არქივოლტებით მორთული კარ-სარკმლები გამოდის. ენობის უკანა კედელი ქარაფის პირასაა და ალაზნის ველს გადაჰყურებს. ამ კედელში არსებული კარი ამოქოლილია აგურით. შემორჩენილია ძველი აგურის საპირვებიანი სარკმლები. ეზოს მხარეს სახლს უსახური მინაშენი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]