თელავის საცხოვრებელი სახლი (ვაჟა-ფშაველას 10)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე (№ 10). თარიღდება XIX საუკუნის შუა წლებით.

სახლი ნაშენია ძველი აგურით, გაყოფილია ორ ნაწილად. ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე იგი ერთ სართულად გამოდის კლდეზე გადაკიდებული, მდიდრულად შემკული, ქვის აივნით. ხის ტერასა ჭვირული მოაჯირით არის შემოფარგლული. ტერასაზე გამომავალი კარ-სარკმლების ალათები ძველია, სწორკუთხა, ღიობების თავსართები - ნახევარწრიული. ინტენსიური სახეცვლილია. შემორჩენილია ოთახების ძველი გეგმარება მაგრამ კარები ამოქოლილია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]