თელავის საცხოვრებელი სახლი (ე. ახვლედიანის 24)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. დგას ელენე ახვლედიანის ქუჩაზე (№ 24)ю თარიღდება XIX საუკუნით.

სახლი ერთსართულიანია, ნაგებია აგურით. შესასვლელი მთავარი ფასადის მარჯვენა კუთხეშია განთავსებული. კარის ორივე მხარეს რუსტირებული პილასტრებია, ხოლო ცხაურში ჩაწნულია რუსული ასოები - „И“ და „К“ . კარის გარდა, მთავარ ფასადზე გამოდის, ერთმანეთისგან რუსტირებული პილასტრებით გამიჯნული, შვიდი სარკმელი. სარკმელთა ქვეშ და თავზე სწორკუთხა ჩაღრმავებებია. სარკმლები გაფორმებულია პროფილირებული თავსართებით. შენობას მაღალი სარდაფი აქვს. რელიეფის თავისებურების გამო სარდაფის მხოლოდ რამდენიმე სარკმელია მიწის დონიდან ამოწეული. ფასადს ლავგარდანი და საკმაოდ მაღალი პარაპეტი ასრულებს. სახლს ეზოს მხრიდან, ფასადის მთელ სიგრძეზე, ხის აივანი გასდევს წახნაგოვანი სვეტებით, რიგთა შორის ჭვირული თაღებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]