თელავის საცხოვრებელი სახლი (ე. ახვლედიანის 2)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. დგას ელენე ახვლედიანის ქუჩაზე (№ 2). თარიღდება XIX საუკუნის დასაწყისით.

შენობას არქიტექტურულთან ერთად, ურბანული ღირებულებაც გააჩნია, რადგან იგი ერეკლე II-ის მოედნისა და ახვლედიანის ქუჩის კუთხეს მიგვანიშნებს. სახლი ორსართულიანია. ნაგებია კვადრატული აგურით ინტერიერში ფიცრის ძველი იატაკი, შელამფული ჭერი, ხის თახჩები და კედლის ბუხრებია. ფასადები თეთრათაა შელესილი. კარ-სარკმლები თაღოვნია, მაღალი. ქუჩის პირა ფასადის მთავარი აქცენტი ლითონის შეკიდული ჭედური აივანია. ეზოს მხარეს, სახლს ძველი კარ-სარკმლები შემორჩა თაღოვანი პროფილირებული თავსამკაულით. ხის აივნები სახეცვლილია. სახლს მაღალი ნახევარსარდაფი აქვს. სახლის წინ ეზოა რომელიც ერეკლე II-ის მოედნის მხრიდან თუჯის მოაჯრით იყო მოზღუდული. 2011-2012 წლებში ჩატერბული სარესტავრაციო სამუშაოების დროს იგი ლითონის მსუბუქი ღობით შიეცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]