თელავის საცხოვრებელი სახლი (ე. ახვლედიანის 19)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. დგას ელენე ახვლედიანის ქუჩაზე (№ 19), თარიღდება XIX მიწურულით.

სახლის მფლობელის გადმოცემით, იგი აუშენებია ვინმე გაბელოვს. მთავარ ფასადზე, სადარბაზოს გვერდით, გაკრულია მემორიალური დაფა წარწერით

ვიკიციტატა
„აქ 1900-1909 წლებში ცხოვრობდა უკრაინელი მწერალი ლესია უკრაინკა.“

სახლი ერთსართულიანია ნაგებია აგურით, შედგება სწორი კუთხით დაკავშირებული ორი ნაწილისგან, აქვს სარდაფი, ქუჩის მხარეს რუსტირებული პილასტრებით დანაწევრებული, მთავარი ფასადია ექვსი სარკმლით და სადარბაზოს კარით სარკმლებს ძირის დონეზე, ერთიანი, ჰორიზთარო გასდევს, სარკმლები დასრულებულია შვერილსოლებიანი, მშვილდისებრი თაღით სადარბაზოს კარი ხისაა. ცხაურით კარს ზემოდან ადგას თუნუქის მარკიზი. ეზოს მხრიდან, ორივე ნაწილს წინ, ხის ჭვირულმოაჯირიანი, ღია აივანია, რომელსაც კუთხეები მოგვალებული აქვს აივნის ერთი ნაწილი შეცვლილია ლითონის ახალი აივნით ეზოდან სახლს თანამედროვე მინაშენიც აქვს. სარდაფში ჩასასვლელი ეზოდანაა. სარდაფი გადახურულია აგურით ამოყვანილი კამარით. შერჩენილია ხის კარი შენობა

გადახურულია თუნუქით. სახლი, თავისი მასშტაბით და ფასადის მხატვრული გადაწყვეტით, ქუჩის საერთო გადანაშენიანების ორგანული ნაწილია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]