თელავის საცხოვრებელი სახლი (ე. ახვლედიანის ჩიხი 7)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ელენე ახვლედიანის II ჩიხში (№ 7). თარიღდება XVIII-XIX საუკუნეების მიჯნით.

სახლი ერთსართულიანია. დგას ეზოს სიღრმეში. შენობა ძველი ქართული აგურითაა ნაგები. შედგება ორი დიდი ოთახის და მათ წინ მოწყობილი, ღია ტერასა-აივნისგან. ტერასაზე ოთახების კარ-სარკმლები გამოდის. ყველა ღიობი ბრტყელი თაღითაა გადახურული, ცენტრისკენ დახრილი ბოლოებით, სარკმლების თავსართები სწორკუთხაა, დაგვირგვინებულია ორსაფეხურიანი ლავგარდნით. სწორკუთხა მოხაზულობისაა ალათებიც. კარები ხისაა, ავთენტური, კუთხეებში დამახასიათებელი კვეთილი, ორნამენტული ნახატით. ოთახებში შერჩენილია თახჩებისა და ბუხრების კვალი. ოთახებში და ტერასაზე იატაკი აგურისაა. ჭერი შელამფულია. კედლებზე, ალაგ-ალაგ, იკითხება ლაჟვარდისფერი ნალესობის კვალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]