თელავის საცხოვრებელი სახლი (ერეკლე II-ის მოედანი 4)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლიარქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ერეკლე II-ის ქუჩაზე (№ 4). თარიღდება XIX საუკუნის II ნახევრით. ამ სახლში ამჟამად განთავსებულია ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლა.

სახლი ერთსართულიანია, საკმაოდ მაღალი, ნაგებია აგურით. ქუჩისპირა ფასადზე, ხის, ჭვირულ აივანზე, სწორკუთხა კარ- ფანჯრები გამოდის. აივანს პროფილირებული ლავგარდანი აქვს. აივანზე ასასვლელი გვიანდელი ხის კიბე რიკულებიანია. ოთახებში იატაკი შეცვლილია. სახლს, ქუჩის მხარეს, მაღალი ნახევრადსარდაფი აქვს, რომელიც მცირე სარკმლებითაა განათებული. შენობის უკანა ფასადი მაღალია, ორსართულიანი. პირველ სართულზე სავაჭრო რიგის, თაღნარის ოთხი ნიშია. სარკმლები შეცვლილია. მეორე სართულზე ხის ღია, ჭვირული აივანია, აურებითა და დახვრეტილი სვეტისთავებით. სახლზე გაკრულია მემორიალური დაფა წარწერით: "ამ სახლში 1880-1908 წლებში ცხოვრობდა პოეტი სოლომონ (სოლო) გოშაძე. პოეტი თანამშრომლობდა სხვადასხვა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: ნაკადული, შრომა, ისარი , მეგობარი . თელავში მან ჩამოაყალიბა დრამატული დასი (წარმოდგენებს მართავდა კახეთის სოფლებში). საკუთარი ხარჯებით ქალაქში გახსნა უფასო ბიბლიოთეკა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]