თელავის საცხოვრებელი სახლი (ბ. ჩოლოყაშვილის 39)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. დგას ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე (№ 39), აგებულია XIX საუკუნის შუა ხანებში.

სახლი ორსართულიანია. ნაგებია აგურით, სახლი ეზოს სიღრმეში დგას, ვიწრო ფასადით კი ქუჩისკენ გამოდის. ქუჩიდანვეა შესასვლელი, საიდანაც მოჭედილი, ორფრთიანი კარით შიდა ეზოში ვხვდებით. შესასვლელის აქეთ-იქით მაღაზიის შემინული ღიობებია. II სართულზე, ფასადის მთელ სიგრძეზე, ხის ჭვირულმოაჯირიანი აივანი. ამ სართულზე მოხვედრა, ხის ორი კიბით, ეზოდანაა შესაძლებელი. ორივე კიბე აივანზე ადის. აივნის სვეტებს შორის ჭვირული ფრიზია ჩადგმული, აივნის კედელი მოხატულია დეკორატიული მოტივებით, აივანზე გამოდის ოთახები სწორკუთხა კარფანჯრებით. ეზოს მხარეს სახლს თანამედროვე მინაშენი აქვს.

2011-2012 წლებში სახლს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოვები (პროექტის ავტორი, არქიტექტორი დ.გივიშვილი) გამოიცვალა აივნები, განახლდა კედლის ნალესობა, გამოიკვეთა სავაჭრო რიგის ღიობების სისტემა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]