თელავის საცხოვრებელი სახლი (ბ. ახოსპირელის 5)
იერსახე
თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. დგას ბეგლარ ახოსპირელის ქუჩაზე (№ 5). თარიღდება XIX საუკუნის დასაწყისით. გადმოცემით იგი აუგია ვინმე კუპატაძეს.
სახლი ნახევარსარდაფისა და ბელეტაჟისგან შედგება. ნაგებია კვადრატული აგურით. ამჟამად მნიშვნელოვნადაა სახეშეცვლილიб მთლიანადაა შემინული აივანი. ძველი აივნიდან შემორჩენილია ხის სვეტების თავები და მოხარატებული მოაჯირის ფრაგმენტები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 92.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 1