თელავის საცხოვრებელი სახლი (ბ. ახოსპირელის 3)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ბეგლარ ახოსპირელის ქუჩაზე (№ 3). აგებულია XIX საუკუნის II ნახევარში ვინმე ილო ექიმის მიერ.

სახლი სარდაფისა და ბელეტაჟისაგან შედგება (18,5x9,2 მ). ნაგებია აგურით. ბელეტაჟით მთავარ, აღმოსავლეთ ფასადს, მთელ სიგრძეზე გასდევს გადახურული ხის აივანი, აჟურულად დამუშავებული მოაჯირითა და ფრიზით. აივნის გვერდითი ნაწილები ამჟამად შემინულია. შენობის გვერდითი ნაწილები ამჟამად შემინულია. შენობის გვერდითი ფასადი, აგურის წყობის ჩაღრმავებით, დაყოფილია ორ სწორკუთხა არედ, რომელთა ცენტრში სადა საპირეში ჩასმული, თითო თაღოვანი სარკმელია.მთავარ ფასადზე გამომავალი ყველა კარი და სარკმელი თაღოვანია. აივანზე ასასვლელად, გარედან, ხის კიბეა მიდგმული. შენობაში არის ბუხარი. სახლი გადახურულია კრამიტით დაბურული, ორკალთა სახურავით. სახურავზე გამართულია სამერცხლე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]