თელავისხევი
იერსახე
| თელავისხევი | |
|---|---|
| სხვა სახელი | თელავისრიყე |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | თელავის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე) |
| ქალაქები | თელავი |
| სათავე | 41°52′15″ ჩ. გ. 45°24′51″ ა. გ. / 41.871056° ჩ. გ. 45.414306° ა. გ. |
| შესართავი |
ალაზანი 42°00′07″ ჩ. გ. 45°32′42″ ა. გ. / 42.002056° ჩ. გ. 45.545083° ა. გ. |
| სიგრძე | 21 კმ |
| აუზის ფართობი | 50 კმ² |
|
| |
თელავისხევი, თელავისრიყე — პერიოდული მდინარე თელავის მუნიციპალიტეტში, ალაზნის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 21 კმ, აუზის ფართობი 50 კმ². სათავეს იღებს გომბორის ქედის აღმოსავლეთ განშტოება კაცებისღვედზე, ზღვის დონიდან 1900 მ-ზე. ჩამოუდის ქალაქ თელავს. საზრდოობს ატმოსფერული ნალექებითა და მიწისქვეშა წყლით. გაზაფხულზე იცის წყალმოვარდნა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კიკილაშვილი თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 33.