თეკოიდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თეკოიდები (Thecoidea), ნამარხი ცხოველების კლასი კანეკლიანების ტიპისა. ჰქონდათ სხვადასხვა რაოდენობის მოძრავი ფირფიტებისაგან შემდგარი ჯამის ფორმა, რომლის ძირი ჩვეულებრივ, სუბსტრატზე იყო მიმაგრებული. ჯამის ცენტრში იყო პირი, რომლისკენ მიემართებოდა 5 დაუტოტავი ამბულაკრული სხივი. თეკოიდები გავრცელებულია ქვედა კემბრიულიდან ქვედა კარბონულ პერიოდამდე. გვხვდებიან იშვიათად. ყველაზე ფართოდ გავრცელებული გვარია Lepidodiscus. ლენინგრადის ოლქისა და ესტონეთის სილურულ ნალექებში გვხვდება გვარი Cyathocystis.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 4, გვ. 644, თბ., 1979