თეკალი (მთა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თეკალი (მრავალმნიშვნელოვანი).
თეკალი
მთა თეკალისა (ცენტრში) და ცხენისწყლის ხედი დაბა ლენტეხიდან
მთა თეკალისა (ცენტრში) და ცხენისწყლის ხედი დაბა ლენტეხიდან
კოორდინატები: 42°47′50″ ჩ. გ. 42°51′01″ ა. გ. / 42.79722° ჩ. გ. 42.85028° ა. გ. / 42.79722; 42.85028
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ლენტეხის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3044 
ქედი ლეჩხუმის ქედი
ამგებელი ქანები ფიქალი, ქვიშაქვა და ტუფ-ბრექჩია
თეკალი (მთა) — საქართველო
თეკალი (მთა)
თეკალი (მთა) — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
თეკალი (მთა)
სურათები ვიკისაწყობში

თეკალიმთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს ლეჩხუმის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3044 მ. აგებულია ბაიოსური ფიქლებით, ქვიშაქვებითა და ტუფ-ბრექჩიებით. თეკალის თხემის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი სუსტად მოვაკებულია და მის ზედაპირზე ორი პატარა ტბა მდებარეობს. 1900 მ სიმაღლემდე შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, უფრო მაღლა სუბალპური და ალპური მდელოებია.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 80.
  2. ჯანელიძე ჭ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 21.