თეისტური ევოლუცია
თეისტური ევოლუცია (ასევე ცნობილია როგორც თეისტური ევოლუციონიზმი ან ევოლუციური კრეაციონიზმი) — შეხედულება, რომელიც აერთიანებს ღმერთის არსებობის რწმენასა და ბიოლოგიური ევოლუციის სამეცნიერო თეორიას. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ სიცოცხლის ევოლუციური განვითარება ბუნებრივი მექანიზმების — მუტაციის, გენეტიკური ცვალდებადობისა და ბუნებრივი გადარჩევის მეშვეობით, არა მხოლოდ არ ეწინააღმდეგება ღვთის არსებობას, არამედ შეიძლება აღქმული იქნას, როგორც ღვთის შემოქმედებითი ნების გამოვლინება. თანამედროვე თეისტური ევოლუცია იღებს ზოგად მეცნიერულ კონსენსუსს დედამიწის ასაკის, სამყაროს ასაკის, დიდი აფეთქების, მზის სისტემის წარმოშობის, სიცოცხლის წარმოშობისა და ევოლუციის შესახებ.[1]
თეისტური ევოლუცია წარმოადგენს შუალედურ პოზიციას კრეაციონიზმსა და მატერიალისტურ (ათეისტურ) ევოლუციონიზმს შორის. ეს მიდგომა წმინდა წერილებში შექმნის ამბის ალეგორიულ ინტერპრეტაციას ეფუძნება. ებრაელებისა და ქრისტიანების ნაწილმა, ჩარლზ დარვინის ევოლუციის თეორიის ჩამოყალიბებამდე ბევრად ადრე, ბიბლიური შექმნის ნარატივი იგავურ-ალეგორიულად მიიჩნია და არა ისტორიულ ფაქტად. ამის ორი მნიშვნელოვანი მაგალითია ფილონ ალექსანდრიელის (I საუკუნე) და ნეტარი ავგუსტინეს (IV საუკუნე) თეოლოგიური შრომები.[2]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Artigas, Mariano; Glick, Thomas F.; Martínez, Rafael A. (2006) Negotiating Darwin: the Vatican confronts evolution, 1877–1902. Baltimore: Johns Hopkins University Press. ISBN 9780801883897.
- Bowler, Peter J. (1992). The Eclipse of Darwinism: anti-Darwinian evolutionary theories in the decades around 1900. Johns Hopkins University Press. ISBN 978-0-8018-4391-4.
- Bowler, Peter J. (2003). Evolution:The History of an Idea. University of California Press. ISBN 978-0-520-23693-6.
- Brundell, Barry, "Catholic Church Politics and Evolution Theory, 1894-1902", The British Journal for the History of Science, Vol. 34, No. 1 (Mar., 2001), pp. 81–95, Cambridge University Press on behalf of The British Society for the History of Science
- Desmond, Adrian J.; Moore, James Richard (1991) Darwin. Michael Joseph.
- Larson, Edward J. (2004). Evolution: The Remarkable History of Scientific Theory. Modern Library. ISBN 978-0-679-64288-6.
- Numbers, Ronald L. (1993). The Creationists: The Evolution of Scientific Creationism. University of California Press. ISBN 9780520083936.
- Numbers, Ronald (November 30, 2006). The Creationists: From Scientific Creationism to Intelligent Design, Expanded Edition. Harvard University Press. ISBN 978-0-674-02339-0.
- Rahner, Karl (1975). Encyclopedia of Theology: A Concise Sacramentum Mundi. Continuum International Publishing Group. ISBN 978-0-8601-2006-3.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The Creation/Evolution Continuum en-US (22 June 2022). ციტირების თარიღი: 26 January 2024
- ↑ Allegorical Interpretation, I from The Works of Philo Judaeus, translated by C.D. Yonge