თეირანის მეტროპოლიტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეირანის მეტროპოლიტენი
متروی تهران
ინფორმაცია
ქვეყანა ირანი
ქალაქი თეირანი
გახსნის თარიღი 7 მარტი 1999 წ.
ხაზის სიგრძე 162.4 კმ (მეტრო)

221 კმ (სულ)

სადგურთა რაოდენობა 106 (მეტრო)

117 (სულ)

ხაზთა რაოდენობა 7
მგზავრები დღეში 4,8 მლნ.
მგზავრები წელიწადში 900 მლნ. (2016)
ხაზების სქემა

თეირანის მეტროპოლიტენი (სპარს. تروی تهران) — მეტროპოლიტენის სისტემა ირანის დედაქალაქ თეირანში. პირველი და ამდრომდე ერთადერთი მეტროპოლიტენი ირანში. თეირანის მეტროპოლიტენი 1999 წელს გაიხსნა და ოთხი ხაზისა და 117 სადგურისგან შედგება. ხაზების საერთო სიგრძე 221 კმ-ია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეირანში მეტროს პირველი პროექტის იდეა ჯერ კიდევ ისლამურ რევოლუციამდე (1979) იქნა წამოყენებული. 1970 წელს თეირანის მუნიციპალიტეტმა მეტროს მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადდა. ტენდერში ფრანგულმა კომპანია SOFRETU-მ გაიმარჯვა და იმავე წელს შეუდგა პროექტით გათვალისწინებული წინასწარი სამუშაოების შესრულებას. გეოლოგიური კვლევა 1976 წელს დაიწყო, ხოლო ხაზების გაყვანა 1978 წელს, რაც ერთი წლის თავზე რევოლუციისა და ირან-ერაყს შორის ამტყდარი ომის გამო შეჩერდა. კომპანიამ SOFRETU ირანში თავისი საქმიანობა 1980 წელს შეწყვიტა. 1983 წელს ირანის მინისტრთა კაბინეტმა ფრანგული კომპანიის მიერ მეტროს მშენებლობის შეჩერებაზე ფორმალური განცხადება გააკეთა. 1985 წელს ირანის მეჯლისმა მეტროს მშენებლობის განახლების გეგმა მოიწონა.

დაახლოებით 1 მლრდ $ დაიხარჯა პროექტზე. ექსპერტთა ვარაუდით, თეირანის მეტროს დღიურად 2 მლნ ადამიანი უნდა გადაეყვანა.

ხაზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხაზი მარშრუტი გახსნა სიგრძე სადგურთა რაოდენობა
1 მირდამადი ↔ ჰარამე-მოტაჰარი 2000 28,1 კმ[1] 22
2 ელმ-ო-სანათის უნივერსიტეტი ↔ სოდეგეიე 2000 19 კმ[1] 19
4 დარვაზე დოულათი ↔ დარვაზე შერიმანი 2008 2,5 კმ[1] 3
5 ჰოლშაჰრი ↔ სოდეგეიე 1999 41 კმ[1] 11
სულ: 90,6 კმ 52

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Urbanrail.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-01. ციტირების თარიღი: 2009-04-01.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]