თეიმურაზ II მუხრანბატონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თეიმურაზ მუხრანბატონი (დ. 1649 – გ. 1688) – სამუხრანბატონოს სახლის უფროსი და შიდა ქართლის მარცხენა სადროშოს მეთაური 1667-1688 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეიმურაზი დაიბადა 1649 წელს, კონსტანტინე I მუხრანბატონისა და დარეჯან აბაშიძის ოჯახში.

1667 წელს, მამამისი გარდაიცვალა. იგი გახდა სამუხრანბატონოს სახლის უფროსი და შიდა ქართლის სადროშოს მეთაური. აგრეთვე, ის იყო მდივანბეგი 1668-1688 წლებში.

ოჯახი და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეიმურაზ II მუხრანბატონი დაქორწინებული იყო ორჯერ: პირველად მან ცოლად შეირთო ანა, ხოლო მეორედ ქეთევან ორბელიანი.

მას ჰყავდა 4 ვაჟი:

  • ოტია მუხრანბატონი (გარდაიცვალა 1719)
  • ადარნასე მუხრანბატონი (გარდაიცვალა 1701)
  • ბაგრატ მუხრანბატონი (გარდაიცვალა 1703)
  • კონსტანტინე II (მუხრანბატონი) (გარდაიცვალა 1716)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბაგრატიონები - სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა" - თბ. 2003 მუხრან-ბატონთა და ბაგრატიონ-მუხრანელთა გენეალოგია
  • მუხრანბატონთა გენეალოგიური ტაბულა (იური ჩიქოვანი, სოსო ბიჭიკაშვილი, დავით ნინიძე) - კრებული "არტანუჯი" N 5 - 1996 წ. - გვ.28-36
წინამორბედი:
კონსტანტინე I (მუხრანბატონი)
მუხრანბატონი
1667-1688
შემდეგი:
აშოთან II (მუხრანბატონი)