თეიმურაზ ჯანგულაშვილი
იერსახე
თეიმურაზ ჯანგულაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 25 მაისი, 1923 |
დაბადების ადგილი | საგარეჯო, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 29 ივნისი, 1996 (73 წლის) |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | პოეტი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
თეიმურაზ ალექსანდრეს ძე ჯანგულაშვილი (დ. 25 მაისი, 1923, საგარეჯო — გ. 29 ივნისი, 1996) — ქართველი პოეტი. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. დაამთავრა თსუ (1953), იყო გაზეთ „წიგნის სამყაროს“ რედაქტორი (1968–1983). პირველი კრებული „ცხრაასორმოცდახუთი“ გამოსცა 1948 წელს. მასვე ეკუთვნის კრებულები: „მაისი ოდერზე“ (1956), „ლექსები“ (1957), „მეოთხედი საუკუნის გადასარბენზე“ (1965 წ), „შუააზიური ჩანაწერები“ (1970), „ზღვისა და მიწის ლეგენდა“ (1971), „აღმართი“ (1977), „ლექსები“ (1980), „იმედის ზვრები“ (1983). თეიმურაზ ჯანგულაშვილის ლექსები თარგმნილია რუსულ. ოსურ, აფხაზურ, სომხურ, ყირგიზულ, ესტონურ, მოლდავურ, პოლონურ, რუმინულ და სხვა ენებზე. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 538.