თეიმურაზ წიკლაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თეიმურაზ წიკლაური
თეიმურაზ წიკლაურის ფოტო.jpg
თეიმურაზ წიკლაური
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 22 იანვარი, 1946 (1946-01-22) (73 წლის)
დაბ. ადგილი კოჯორი
ჟანრ(ებ)ი საესტრადო მუსიკა
საქმიანობა მუსიკოსი, მსახიობი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
ასოციაციები ციცინათელა, ივერია
ჯილდოები საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი და ღირსების ორდენი

თემურ წიკლაური (დ. 22 იანვარი, 1946, კოჯორი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი საესტრადო მომღერალი და მსახიობი, ანსამბლ ივერიას წევრი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი 1980 წელს, საქართველოს სახალხო არტისტი 1990 წელს და თბილისის საპატიო მოქალაქე 2010 წელს.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეიმურაზ წიკლაური დაიბადა 1946 წელს კოჯორში. სწავლობდა კოჯრის საშუალო სკოლაში. 1972 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი.[2] 1967 წლიდან საქართველოს ფილარმონიის მსახიობია. 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“, ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლები: არწივი (1980, „ჩხიკვთა ქორწილი“), მეფე აიეტი (1983, „არგონავტები“), გერვასი (1986, „თოვლის ბებოს ზღაპარი“), ნიკო ფიროსმანი (1995, „ფიროსმანი“).[3]

თეიმურაზ წიკლაურის მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1968), „ივერია, სიყვარული და...“(1974), „უმცროსი და“ (1977), „არგონავტები“ (1985).

2014 წლის 23 იანვარს გაიხსნა თეიმურაზ წიკლაურის ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან.[4]

ჰყავს მეუღლე ლილი ზღვაური და ქალიშვილი ქეთევან წიკლაური.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – გვ. 559, თბ., 2015.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]