თეიმურაზ სალაყაია
თეიმურაზ სალაყაია (დ. 5 თებერვალი, 1937, სენაკი) — ქართველი ინჟინერი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1961 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ხიდებისა და გვირაბების სპეციალობით.
1961-1965 წლებში — მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული გზატკეცილების მთავარი სამმართველოს საგზაო სამეცნიერო საკვლევი სადგურის ხიდსაცდელი ჯგუფის ინჟინრად, უფროს ინჟინრად და ჯგუფის ხელმძღვანელად. 1965 წელს გადაყვანილ იქნა გზატკეცილების მთავარი სამმართველოს N9 ხიდების სარემონტო-სამშენებლო სამმართველოში სამუშაოთა მწარმოებლად, ტექნიკური განყოფილების უფროსად. 1971 წელს გადაყვანილ იქნა საავტომობილო გზების სამინისტროს N13 საექსპლუატაციო უბნის მთავარ ინჟინრად. 1972 წელს საავტომობილო გზების სამინისტროს სახელმწიფო გზების სამმართველოს უფროს ინჟინრად. 1974 წლიდან სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 1975-1981 წლებში — მუშაობდა საავტომობილო გზების სამინისტროს N5 საგზაო საექსპლუატაციო უბნის მთავარ ინჟინრად. 1981-1983 წლებში N4 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად. 1984-1993 წლებში — გორის ხიდების სარემონტო-სამონტაჟო და N11, N2 საგზაო სარემონტო-სამშენებლო სამმართველოებში უფროს სამუშაოთა მწარმოებლად. 1993-1995 წლებში — მუშაობდა კონცერნ „საქავტოგზის“ მშენებარე ობიექტების დირექციაში მთავარ სპეციალისტად. 1995 წელს დაინიშნა საავტომობილო გზების დეპარტამენტის საერთაშორისო გზების ექსპლუატაციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 1998 წლიდან მუშაობდა გზების მოვლა-შენახვისა და რეაბილიტაციის ზედამხედველობის დირექციაში მთავარ სპეციალისტად. 2005 წლიდან მუშაობს შპს „გზამშენპროექტში“ ტექნიკური განყოფილების უფროსად. საქართველოს საავტომობილო გზების სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობისას, როგორც მაღალკვალიფიციური, გამოცდილი ინჟინერი, წარმატებით ასრულებდა საავტომობილო გზებისა და ხიდების მშენებლობის, ექსპლუატაციისა და გამოცდა-გამოკვლევის სამუშაოებს.
ლიტერატურაა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. თბ., 2017, გვ. 497-498
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს დამსახურებული მეგზევე