თეიმურაზ ჟვანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

თეიმურაზ ჟვანია (დ. 2 იანვარი, 1955, თბილისი) — ქართველი ბავშვთა ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი.

1977-1981 წლებში იყო თბილისის №14 პოლიკლინიკის ექიმი-ქირურგი. 1981-1983 წლებში ბავშვთა მე-5 საავადმყოფოს ქირურგი-ორდინატორი. 1983-1985 წლებში სწავლობდა მოსკოვის ბაკულევის სახელობის კარდიოქირურგიული ცენტრის კლინიკურ ორდინატურაში. 1985-1989 წლებში იყო ამავე ინსტიტუტის ასპირანტი. 1990-1995 წლებში ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ქირურგიის კათედრის ასისტენტი. 1995 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა კლინიკის ქირურგიის კათედრაზე. ავტორია 5 სამეცნიერო ნაშრომის. გამოცემული აქვს 5 მონოგრაფია.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „კომპლექსური მკურნალობა და თანამედროვე დიაგნოსტიკის მეთოდები ლეკ-კალვე-პერტესის დაავადების დროს ბავშვთა ასაკში“, დაიცვა 1989 წელს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]