მურაზ მურვანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან თეიმურაზ მურვანიძე)
მურაზ მურვანიძე

მურაზ მურვანიძე 2014 წელს
დაიბადა 10 მაისი, 1939 (1939-05-10) (84 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
ეროვნება ქართველი
ჯილდოები

მურაზ (თეიმურაზ) მურვანიძე (დ. 10 მაისი, 1939, თბილისი) — თეატრალური მხატვარი, სცენოგრაფი, მხატვარი, თბილისის საპატიო მოქალაქე, საქართველოს სახალხო მხატვარი, ღირსების ორდენის კავალერი,[1] საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემია, ფერწერის ფაკულტეტის თეატრალურ-დეკორატიული განყოფილება. მურაზ მურვანიძე არის სახელმწიფო, პიკასოს, ლინკოლნის ცენტრის, ჩიკაგოსა და სხვა საერთაშორისო პრემიების ლაურეატი.საქართველოს (1963), პოლონეთის (1977), კანადის (1986), საფრანგეთისა (1977) და აშშ-ის (1989) თეატრალური სეზონების საუკეთესო მხატვარი. სანქტ-პეტერბურგის მარიინსკის თეატრის, მონტე კარლოს საერთაშორისო მუსიკალური ასოციაციის, ძველი და ახალი მონტე კარლოს (1990-1993) მთავარი მხატვარი.

მურაზ მურვანიძე კარიერის განმავლობაში მუშაობდა მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო, საოპერო და საბალეტო თეატრებში. ამჟამად იგი აგრძელებს საქართველოში ნაყოფიერ მუშაობას, ამის ერთ-ერთი მაგალითია თბილისის „მთაწმინდის პარკი".[2]

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მურაზ მურვანიძე ხელოვნების სასახლეში. Events.ambebi.ge (14 თებერვალი 2018). ციტირების თარიღი: 9 სექტემბერი, 2019.[მკვდარი ბმული]
  2. Теймураз Мурванидзе. Российская Академия Художеств. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-23.