თეიმურაზ კუხიანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კუხიანიძე.

თეიმურაზ მაქსიმეს ძე კუხიანიძე (დ. 8 ივლისი, 1934, თბილისი — გ. 29 აგვისტო, 1961, ტიან-შანი, მწვერვალი ჟენიშ-ჩოქუსუ) — ქართველი ალპინისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგიქვე დატოვეს სამუსაოდ მეცნიერ მუშაკად. მრავალმხრივი სპორტსმენი, მისდევდა მძლეოსნობას, სათხილამურო სპორტს, ცურვაში იყო საქართველოს ჩემპიონი. ალპინიზმით 1952 წელს დაინტერესდა.

შესანიშნავი ფიზიკური მომზადების ნიჭიერი მთამსვლელი იმ დროს ჩატარებულ თითქმის ყველა ლაშქრობაში მონაწილეობდა და ორჯერ 1957 წელს დარვაზის ქედის ტრავერსის, 1960 წელს პამირის ზულუმარტისა და იმერალის ტრავერსების დალაშქრისათვის ჩემპიონის ტიტული მიენიჭა და ოქროს მედლით დაჯილდოვდა, 1956 წელს კი მოსკოვის პიკის დაპყრობისათვის ვერცხლის მედალი გადაეცა.

მისთვის უკანასკნელი დაპყრობილი მთიდან დაშვებისას, მოულოდნელი ავადმყოფობით გარდაიცვალა ცნობილი მთამსვლელი ილია გაბლიანი. ცოტა ხნის შემდეგ ციცაბო კედელს მოსწყდა თემურ კუხიანიძე და შემდეგ მოიერიშე ჯგუფის ხელმძღვანელი ჯუმბერ მეძმარიაშვილი, რომელიც გადარჩენილი მეგობრის ამოყვანის გზებს ეძებდა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 227, თბ., 1994