თეიმურაზ ებრალიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეიმურაზ ებრალიძე
დაბ. თარიღი 1932
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა გეოლოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თეიმურაზ ებრალიძე (დ. 1932) — ქართველი მეცნიერი, გეოლოგი, გეოლოგიურ-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1967).

1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1992-1994 წლებში მუშაობდა „საქნავთობის“ დეპარტამენტის ნავთობისა და გაზის სამეცნიერო-კვლევით და საპროექტო ცენტრში დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. 1994-1996 წლებში იყო დირექტორი. 1996 წლიდან გენერალური დირექტორია. მისი ძირითადი შრომები ეხება ნავთობისა და გაზის მოპოვების საკითხებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]