თეიმურაზ გუგუშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თეიმურაზ გუგუშვილი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი თეიმურაზ გუგუშვილი
დაიბადა 7 მარტი, 1951 (1951-03-07) (68 წლის)
წარმოშობა საქართველოს დროშა ქართველი
ჟანრ(ებ)ი ოპერა
საქმიანობა ტენორი

თეიმურაზ გუგუშვილი (დ. 7 მარტი, 1951) — ქართველი ოპერის მომღერალი (ლირიკულ-დრამატული ტენორი). საქართველოს სახალხო არტისტი და ღირსების ორდენის კავალერი. საქართველოს სახელმწიფო პრემიის, ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობისა და ირინა არხიპოვას სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეიმურაზ გუგუშვილმა 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სოლო ვოკალის ფაკულტეტი, 1984 წელს კი ასპირანტურა (პროფესორ ნოდარ ანდღულაძის კლასი). 1982 - 83 წლებში სტაჟირება გაიარა მილანის ლას კალაში სიმიონატოს ხელმძღვანელობით.

1978 წლიდან თეიმურაზ გუგუშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრიის სოლისტია. იგი არის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, სოლო სიმღერის კათედრის გამგე.

თემიმურაზ გუგუშვილი არაერთხელ წარდგა უცხოელი მსმენელის წინაშე ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა დიდ ქალაქის, აგრეთვე დანიის, ნიდერლანდების, ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების ოპერის თეატრების სცენაზე. მის შემოქმედებას კარგად იცნობენ უცხოეთში. თეიმურაზ გუგუშვილის შემოქმედებითი გრაფიკი დღემდე აქტიური საგასტროლო მარშრუტით გამოირჩევა. მომღერალის ფართო და მრავალფეროვანი რეპერტუარი მოიცავს პარტიებს შემდეგი ოპერებიდან: „სევილიელი დალაქი“ (ალმავივა), „სიყვარულის ნექტარი“ (ნემორინო), „რიგოლეტო“ (ჰერცოგი), „აიდა“ (რადამესი), „დონ კარლოსი“ (დონ კარლოსი), „პიკის ქალი“ (გერმანი), „ევგენი ონეგინი“ (ლენსკი), „ბორის გოდუნოვი“ (თვითმარქვია, ღვთის გლახა), „სამი ფორთოხლის სიყვარული“ (პრინცი), „აბესალომ და ეთერი“ (აბესალომი), „დაისი“ (მალხაზი), „ქეთო და კოტე“ (კოტე), „მინდია“ (მინდია), „მთვარის მოტაცება“ (არზაყანი) და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]