შინაარსზე გადასვლა

თეიმურაზ გრძელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თეიმურაზ ივანეს ძე გრძელიძე (დ. 5 აგვისტო, 1956, ბათუმი) — ქართველი უშიშროების სამსახურის გენერალ-მაიორი (1994).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1978 წელს. 1978–1980 წლებში მუშაობდა საკავშირო სამეცნიერო-კვლევით და საპროექტო-საკონსტრუქტორო ინსტიტუტში ინჟინრად. სწავლობდა საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ქ. მინსკის უმაღლეს კურსებზე 1980-1981 წლებში. 1981 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იყო დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1997-2000), უშიშროების მინისტრის მოადგილე (2000-2001), დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2001-2004). იყო პანკისის ხეობაში საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების ძალების ოპერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III (1996) და II ხარისხის (2001) და ღირსების (1996) ორდენებით.