თეიმურაზ გიგაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიგაური.

თეიმურაზ (თენგიზ) ლევანის ძე გიგაური (დ. 2 ივლისი, 1933, თბილისი — გ. 12 ივლისი, 2009) — ქართველი მოქანდაკე. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1972).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (ნიკოლოზ კანდელაკის კლასი). 1961-იდან იქვე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. სამხატვრო გამოფენებში მონაწილეობს 1958-იდან. გიგაური წარმატებით მუშაობს ჭედური ხელოვნების, მინის მხატვრული დამუშავების, კერამიკისა და წიგნის გაფორმების დარგში. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: ვახტანგ გორგასლის ძეგლი (1958, პრემირებულია ძეგლისათვის გამართულ კონკურსში), თბილისის მეტროპოლიტენის სადგურ "სამასი არაგველის" პანო (ჭედურობა, სპილენძი, 1967, გ. გიგაურთან ერთად), "გამარჯვება" (ბრინჯაო, 1975, ქანდაკების მუზეუმი, კაუნასი), "სვანის პორტრეტი" (ტონირებული თაბაშირი, 1982), "ეს არ უნდა განმეორდეს!" (ბრინჯაო, 1985), "ირემი" (1962, კერამიკა), სერვიზი (მინა, 1962), "ქალის ტორსი" (ბროლი, 1964). გააფორმა შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი (1966), შ. ამისულაშვილის "ბალადა" და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]