თეიმურაზ ბუაჩიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თეიმურაზ ბუაჩიძე (დ. 12 ოქტომბერი, 1944, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

მუშაობდა თელავის რაისაავადმყოფოში, მოსკოვის ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში. იყო თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს სისხლძარღვთა და საველე ქირურგიის განყოფილების თანამშრომელი. სისხლძარღვთა და გადაუდებელი მიკროქირურგიული კლინიკა „კარაბადინის“ დირექტორი. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია „კანქვეშა ვენების ვარიკოზული გაგანიერება.“

1987 წელს მოსკოვში დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ემბოლიისა და თრომბოზის კომბინირებული მკურნალობა.“

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1999 - ღირსების ორდენი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 48
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი თბ., 2002 გვ. 66

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]