თეიმურაზ ბერიძე
იერსახე
თეიმურაზ ბერიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 16 ნოემბერი, 1956 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
მოქალაქეობა | სსრკ და საქართველო |
საქმიანობა | ეკონომისტი |
მოღვაწეობის სფერო | ეკონომიკა |
ჯილდოები | ღირსების ორდენი (2002), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრემია |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
თეიმურაზ ბერიძე (დ. 16 ნოემბერი, 1956, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი. 1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1988-1992 წლებში სწავლობდა სსრკ აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში. 1993-1995 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში, 1995-1996 წლებში — მერილენდის უნივერსიტეტში; შემდგომ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარედ. ამჟამად მუშაობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1983 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 1992 წელს — სადოქტორო.[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი საყოველთაო ეროვნული აღწერის შედეგები (რედაქტორი). - თბილისი, 2004. - 140გვ.. - ISBN 99928-0-733-4