თეიმურაზ აბაშიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.

თეიმურაზ გიორგის ძე აბაშიძე (დ. 30 აგვისტო, 1937, თბილისი) — ქართველი რეჟისორი. აჭარის (1969), და საქართველოს (1982) ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თვილისის კონსერვატორია. 1961 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. მთავარ რეჟისორად მუშაობდა ბათუმში (1965-1969), თბილისის მოზარდ-მაყურებელთა რუსული (1969-1971, 1979-1983) და თბილისის მუსკომედიის (1971-1975, 1983-1985) თეატრებში. რეჟისორად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში (1967-1979). 1985 წლიდან მარჯანისვიულის სახელობის თეატრის რეჟისორია. 1970 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოხელოვნების ინსტიტუტში.

მისი დადგმებიდან აღსანიშნავია:

  • გ. სუნდუკიანის — „პეპო“;
  • დ. კლდიაშვილის — „ირინეს ბედნიერება“;
  • ნ. დუმბაძის — „მე ვხედავ მზეს“;
  • ს. მარშაკის — „კარუსელი“;
  • ს. ცინცაძის — „სიმღერა ტყეში“;
  • გ. მილიუტინის — „ჩანიტას კოცნა“;
  • ნ. გაბუნიას — „ყვარყვარე თუთაბერი“;
  • ჯ. ვერდის — „რიგოლეტო“;
  • ს. როსინის — „სევილიელი დალაქი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]